LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვერიდებოდი, ყველაფერი სახსრებთან არის დაკავშირებული” – დავით ბარბაქაძე აცხადებს, რომ დედის ცხედარს სახლში ერთი თვით უსახსრობის გამო ინახავდა

893
BeFunky-collage (4)

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში აღმოჩენილი 66 წლის გარდაცვლილი ქალის შვილი, რომელიც დედის ცხედარს სახლში 1 თვის განმავლობაში ინახავდა, სამართალდამცველებმა გამოკითხეს.

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე – კორპუსის ბინაში ქალის ცხედარი ნახეს

როგორც მედიასთან თავად აცხადებს, მასთან გამოძიებას მთავრი შეკითხვა ჰქონდა, თუ რატომ არ დაკრძალა გარდაცვლილი დედა მთელი ერთი თვის განმავლობაში.

“ვერიდებოდი, ყველაფერი სახსრებთან არის დაკავშირებული, ფულის საშუალება არ მქონდა.

სხვა ოთახში იყო, შევდიოდი ხოლმე. სპეციალური ტანსაცმლით იყვნენ სპეციალური სამსახურებიდან მოსულები,”- აცხადებს გარდაცვლილის შვილი.

არსებული ინფორმაციით, ქალი 66 წლისაა, რომელიც გავრცელებული ცნობით, 15 ნოემბერს გარდაიცვალა.

გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g