LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოვთქვამ იმედს, რომ პრეზიდენტი მიიღებს პრაგმატულ გადაწყვეტილებას – გიორგი კახიანი

66

„გამოვთქვამ იმედს, რომ პრეზიდენტი მიიღებს პრაგმატულ გადაწყვეტილებას, იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მხარდაჭერილია ვენეციის კომისიის დასკვნითაც, რომელსაც ჩვენც გავითვალისწინებთ ვეტოს შემთხვევაში,“ – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა, განაცხადა.

კახიანის თქმით,  ეს იქნება ბლოკებთან და ბონუსურ სისტემასთან დაკავშირებული კონკრეტული შეთავაზებები.

„პრეზიდენტის პრაგმატული დამოკიდებულების შემთხვევაში, ამ ცვლილებების ასახვა კონსტიტუციაში შესაძლებელი იქნება მიმდინარე თვესვე. თუ ეს ასე არ მოხდა, ასეთ შემთხვევაში ჩვენ მაინც განვახორციელებთ ამ ცვლილებებს, უბრალოდ ამას დასჭირდება დრო და ეს ცვლილებები განხორციელდება საგაზაფხულო სესიაზე,“- განაცხადა კახიანმა.

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გასამართ შეხვედრაზე შვიდი დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g