LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველ სუპერპიკაპს Ram ქველმოქმედებისთვის გასცემენ

72
ramnews2012

პიკაპი Ram 1500 TRX კონვეიერზე დგას, ავტომობილის აწყობა მიჩიგანის შტატში უკვე დაიწყეს, მისი პირველი ეგზემპლარი კი საქველმოქმედო აუქციონზე გაიყიდება.

სუპერქარი Ram 1500 TRX–ის წარმოება ოფიციალურად დაიწყო და თავიდან შეზღუდული სერია Launch Edition გამოვა, რომელიც 702 ეგზემპლარისგან შედგება. სერია ამერიკელებმა ზუსტად 2 დღეში შეიძინეს.

სულ პირველი მოდელი კი 2021 წლის დასაწყისში აუქციონზე გაიყიდება. ავტომობილი ნაცრისფერ ფერშია შეღებილი და ყველა საჭირო ოფციითაა უზრუნევლყოფილი – თანამედროვე საბურავებით, მინის ლუქით, ახალი დისპლეით, აუდიოსისტემით და 19 დინამიკით.

სადებიუტო პარტიაში შემავალი სუპერქარის ღირებულება 90 315 დოლარია. Ram სუპერპიკაპების წარმოების გაგრძელებას ჯერ–ჯერობით არ აპირებს, ამიტომ ვინც ახალი სერიის შეძენა ვერ მოასწრო, ჩვეულებრივი ვერსიით მოუწევს დაკმაყოფილება. მისი ფასი კი 69 995 დოლარია.

ხოლო ვინც სიახლის დაჯავშნა მოასწრო, თავის ავტომობილს ახალი წლის დასაწყისში მიიღებს. მოდელი კომპრესირებული V8 HEMI ძრავით იქნება დაკომპლექტებული და 6,2 ლიტრის მოცულობის აგრეგატს 712 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები