LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იქნებ, ზაზა გახელაძეს დაეხმაროთ, ბავშვებზე დარდობს: მირიან თაზიაშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს

67
გათა

ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებულმა მირიან თაზიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას მისი დაკავების დეტალებზე ისაუბრა.

„გზაც ამერია, ვიყავი ნასვამი. გადავედი, მოვიდნენ რუსები, წამიყვანეს და გონზე საპატიმრო კამერაში მოვედი. ცხინვალში 5 დღე „კაგებეში“ ვიყავი, 2 დღე მილიციაში, დანარჩენი დღეები ციხეში. ზაზა გახელაძეს იქნებ დაეხმაროთ, ბავშვებზე დარდობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია, არც კოჭლობს და არაფერი, მოურჩა ფეხი”, – განაცხადა მირიან თაზიაშვილმა.

გამოკითხვის შემდეგ მირიან თაზიაშვილი სახლში, სოფელ ზარდიაანთკარში ჩაიყვანეს და შიდაიზოლაციიის რეკომენდაცია მისცეს, როგორც ოკუპირებული ტერიტორიიდან დაბრუნებულ პირს. მისი მეუღლე ცისანა თაზიაშვილი, მირიანის დაკავების შემდეგ ამბობდა, რომ ოკუპირებულ სოფელ ხელჩუაში მის ქმარს მეგობრები ჰყავს და მათთან არაერთხელ გადასულა.

ბოლო გადასვლისას ახალმოსულ თოვლზე რუსეთის მესაზღვრეებმა მისი ნაკვალევი შეამჩნიეს და დააკავეს კიდეც. ცისანა თაზიაშვილს ამ ერთი თვის განმავლობაში სულ უკვირდა, რატომ შეუფარდეს მის ქმარს ორთვიანი პატიმრობა, როცა საქართველოს სხვა მოქალაქეებს იმავე ე.წ დარღვევის გამო ჯარიმით რამდენიმე დღეში ათავისუფლებდნენ.

ცნობისთვის, მირიან თაზიაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 20 ნოემბერს უკანონოდ დააკავეს.

33 წლის ზაზა გახელაძე კი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 11 ივლისს უკანონოდ დააკავეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g