LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სინოპტიკოსები ხვალიდან 25-30 გრადუსს პროგნოზირებენ

83

სინოპტიკოსები, უახლოეს დღეებში, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე თბილ, უნალექო ამინდს ელოდებიან.

როგორც “ფორტუნას” გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის ბიუროს უფროსმა, სვეტა ნიორაძემ, განუცხადა, ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში, საშუალოდ, 25-30 გრადუსამდე გათბება, ხოლო აღმოსავლეთში 23-28 გრადუსამდე.

“ხვალ დასავლეთ საქართველოს დაბლობში 27 გრადუსამდეა მოსალოდნელი, შაბათ-კვირას 30 გრადუსამდე გათბება ჰაერი, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ტემპერატურა 20-23 გრადუსამდე მიაღწევს, შაბათ-კვირას 28 გრადუსამდე.

“თბილისში ხვალ 19 გრადუსია მოსალოდნელი, შაბათ-კვირას 23.  მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში შედარებით დაბალი ტემპერატურა იქნება, სავარაუდოდ დილის საათებშიც, ეს უფრო აღმოსავლეთ საქართველოს ეხება. მაღალმთიან რეგიონებში უარყოფითი ტემპერატურა უკვე ფიქსირდება და ასე შენარჩუნდება,” – აცხადებს სვეტა ნიორაძე.

 

პოპულალურები