„გემრიელი აჭარა” – ასე ჰქვია ახალ საიმიჯო კლიპს, რომელიც აჭარის კულინარიაზე გადაიღეს. ვიდეორგოლი აჭარული კერძების პოპულარიზაციის მიზნით, რეგიონის ტურიზმის დეპარტამენტმა მოამზადა.
„გემრიელი აჭარა“ ლაზური, მთიანი აჭარისა და ქობულეთური სამზარეულოსთვის დამახასიათებელი ნაკლებად ცნობილი კერძებისა და დესერტების შესახებ ინფორმაციას მოიცავს.
„ესეც ჩვენი სამზარეულოს პირველი საიმიჯო რგოლი, რომელიც აჭარის გარშემო გამოგზაურებთ“, – აცხადებენ აჭარის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.