ქართულ სატვირთო ავიაკომპანია GEO SKY-ს ავიაპარკს 2021 წელს სამი Boeing 747-400 ტიპის საჰაერო ხომალდი, ე.წ. ცის დედოფალი შეემატება. აღნიშნული თვითმფრინავების შემოყვანა მშრალი ლიზინგის წესით მოხდება. ინფორმაციას „ავიანიუსი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ აღნიშნული ხომალდებით განხორციელდება სატვირთო გადაზიდვები მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით.
ცნობისთვის, ავიაკომპანია GEO SKY 2016 წელს დაარსდა და დღემდე წარმატებით ოპერირებს როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. ავიაკომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საჰაერო გადაზიდვები. GEO SKY დღეის მდგომარეობით, დარგის ლიდერის სახელწოდებით არის ცნობილი და საერთაშორისო ბაზრის ერთ-ერთ ძლიერ მოთამაშეს წარმოადგენს.