დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2017 წლის პირველ ცხრა თვეში მიმდინარე ხარჯები 6,321.1 მლნ ლარს შეადგენს. მისივე თქმით, შრომის ანაზღაურების სახით 78.4 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯა.
როგორც ფინანსთა მინისტრი აცხადებს, შედეგად, მკვეთრად არის გაზრდილი სამთავრობო დანაზოგები, რომელმაც 2017 წლის გასულ პერიოდში დაახლოებით 1,300 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 100 პროცენტით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.
„მნიშვნელოვანად გაიზარდა კაპიტალური ხარჯები. სულ 9 თვეში ინფრასტრუქტურულ და საინვესტიციო პროექტებზე 1,934.5 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 395.2 მილიონი ლარით აღემატება. სულ 2017 წელს ინფრასტრუქტურულ და საინვესტიციო პროექტებზე 3 მილიარდ ლარზე მეტი მიიმართება“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.