ცნობილი დიზაინერი პიერ კარდენი გარდაიცვალა. ის 98 წლის იყო. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
Le couturier français Pierre Cardin est mort #AFP pic.twitter.com/0fUqPSRdf6
— Agence France-Presse (@afpfr) December 29, 2020
ოჯახის განცხადებით, დიზაინერი საავადმყოფოში მკურნალობდა.
პიერ კარდენი იტალიაში დაიბადა. 2 წლის ასაკში ის ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა. 1940-იან წლებში ის ჟანა პაკენის, ელზა სკიაპარელისა და კრისტიანის დიორის მოდის სახლებში მუშაობდა.
პიერ კარდენმა თავისი მოდის სახლი 1950 წელს დაარსა და დღეს უკვე 70-წლიანი ისტორია აქვს.
