LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძეს იმედებს ვერ გავუმართლებ, „ევროპულ საქართველოს“ ვერ დავტოვებ: შავგულიძე

87
ირაკლი კობახიდძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ „ევროპულ საქართველოს“ ელენე ხოშტარიას შემდეგ დატოვებდა შალვა შავგულიძეც.

„ევროპული საქართველოც“ იშლება?! პარტიას ელენე ხოშტარია ტოვებს

კობახიძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია საბოლოოდ მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას და პარლამენტში შევა.

 „ფორტუნა“ მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე სასაუბროდ შალვა შავგულიძეს დაუკავშირდა. 

ჩვენთან საუბარში შავგულიძემ განაცხადა, რომ კობახიძეს იმედებს ვერ გაუმართლებს, ერთი მარტივი მიზეზით. ის „ევროპული საქართველოს“ წევრი არაა.

„ეტყობა ირაკლი კობახიძეს არ აქვს სრულფასოვანი ინფორმაცია. მე არ ვარ „ევროპული საქართველოს“ წევრი. „ევროპული საქართველოს“ სიით ვიყრიდი კენჭს და ამ გუნდს წარმოვადგენდი არჩევნებში. იმავდროულად ვიყავი მაჟორიტარი დეპუტატიც, როგორც საერთო ოპოზიციური კანდიდატი. მე არ ვარ არცერთი პარტიის წევრი.

არაა აუცილებელი რომელიმე პარტიის წევრი იყო, პარტიის სიის წარმომადგენელი რომ იყო. მე არ ვარ არც ერთი პარტიის კუთვნილება, მას შემდეგ, რაც დავტოვე „თავისუფალი დემოკრატები“, სხვა პარტიაში არ გავწევრიანებულვარ. მაგრამ ჩემი ყველაზე ახლობელი პოლიტიკური ძალა კარგა ხნის მანძილზე იყო „ევროპული საქართველო“. „თავისუფალი დემოკრატები“ „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად ერთ ბლოკად ვაპირებდით არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ რადგან „თავისუფალი დემოკრატები“ მისმა მნიშვნელოვანმა ნაწილმა დავტოვეთ, მე, ნინო გოგაძემ, სანდრო ბარამიძემ, ჩვენ არც ერთი პარტიის წევრი არ გავმხდარვართ. მაგრამ პარტნიორობა ჩვენს შორის დარჩა. ამ არჩევნებში მეორე ნომერი ვიყავი, მაგრამ ამ პარტიის წევრი არ გავმხდარვარ.

„ევროპული საქართველო“ ჩემთვის დღემდე  რჩება ყველაზე ახლობელ პარტიად. მაგრამ არ ვარ პარტიის წევრი და როგორ დავტოვო. ირაკლი კობახიძეს იმედებს ვერ გავუმართლებ“,-  განაცხადა შავგულიძემ.

კითხვაზე, ელენე ხოშტარიასთან ერთად ხომ არ იქნება ახალ პოლიტიკურ პლატფორმაზე, შავგულიძე პასუხობს, რომ ამაზე საუბარი არ ყოფილა.

„ელენეს განწყობა, რომ პარტიის დატოვებას აპირებდა და დამოუკიდებელი პლატფორმის შექმნას აპირებდა, ყველასთვის ცნობილი იყო. ეს განწყობა მას ერთი წლის წინაც ჰქონდა და ჩემთვისაც და „ევროპულ საქართველოში“ ყველასთვის ცნობილი იყო. როდესაც მან განცხადება ხმამაღლა გააკეთა, მივწერე და წარმატებები ვუსურვე“, – ამბობს შავგულიძე.

ყოფილი პარლამენტარი ამბობს, რომ პოლიტიკიდან საბოლოოდ ვერ წავა, რადგან ამის უფლებას საკუთარ თავს ვერ მისცემს.

„ვიდრე ამ ქვეყანას ემუქრება რუსეთის ვასალად დარუნების საშიშროება, მე თავს უფლებას ვერ მივცემ, რომ პოლიტიკური საქმიანობიდან საბოლოოდ წავიდე. თუმცა, დროებით შეიძლება სხვა სახე მიიღოს ჩემმა საქმიანობამ იმიტომ , რომ უამრავი ყოფითი პრობლემების წინაშე ვდგავართ ადამიანები და უბრალოდ არსებობაა საჭირო“, – აცხადებს შავგულიძე ჩვენთან საუბარში.

შეგახსენებთ, შალვა შავგულიძე 2020-ის არჩევნებზე მთაწმინდის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს, სადაც ქართული ოცნების კანდიდატმა, ბექა ოდიშარიამ გაიმარჯვა. მანამდე კი 2019 წელს, ამავე რაიონში ლადო კახაძესთან მაჟორატორობისთვის ბრძოლაში დამარცხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g