LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Xiaomi-იმ ახალი სმარტფონი Mi 11 წარადგინა

124
maxresdefault

2020 წლის მიწურულს, Xiaomi-იმ მომხმარებლების გახარება გადაწყვიტა და ახალი სმარტფონი, Mi 11 წარადგინა. ის გაყიდვაში 2021 წელს ჩაეშვება.  ახალი ფლაგმანი გაუმჯობესებულ ფუნქციებს მოიცავს, მას გამორჩეული დიზაინი აქვს და Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს.

რაც შეეხება მის ტექნიკურ მახასიათებლებს:

მოდელს 3200×1440 გაფართოება და ეკრანის 120Hz განახლების სიხშირე ექნება, ეკრანქვეშ კი თითის ანაბეჭდის სენსორი იქნება მოთავსებული. ეკრანის ზომა 6.81 ინჩს შეადგენს.

სამარტფონ Mi 11-ის უკანა მხარეზე ოთხკუთხა მოდულის კამერებია მოთავსებული.  ახალ მოდელს 108 მეგაპიქსელიან მთავარი კამერა აქვს.  Xiaomi-ის ახალი პროდუქტის ფასი ჯერჯერობით უცნობია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები