LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიტანა თუ არა ბაჩუკი ქარდავამ ხელფასთან დაკავშირებით პარლამენტში განცხადება: პოლიტიკოსის პასუხი გავრცელებულ ინფორმაციაზე

158
ბაჩუკი ქარდავა

“ქართული ოცნების” ლიდერმა ირაკლი კობახიძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანაზღაურებასთან დაკავშირებით პარლამენტში განცხადება შეიტანა.

ამით კობახიძემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს პარლამენტში შესვლის სურვილი აქვთ.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელმაც პარლამენტში ხელფასთან დაკავშირებით განცხადება შეიტანა ბაჩუკი ქარდავაა.

„ფორტუნა“ ინფორმაციის გადასამოწმებლად ბაჩუკი ქარდავას დაუკავშირდა.

„ტყუილია, ასეთი თხოვნით პარლამენტისთვის არ მიმიმართავს და არც არანაირი განცხადება შემიტანია. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ კანცელარიიდან მივიღე მეილი, სადაც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებით აუცილებელად გასავლელ პროცესებზე იყო საუბარი. პარლამენტთან სხვა კომუნიკაცია ბოლო დღეების განმავლობაში არ მქონია. ოფიციალურად ვაცხადებ, რომ არალეგიტიმური პარლამენტისგან ხელფასს არ მივიღებ“, – აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ ჩვენთან საუბარში.

შეგახსენებთ, ბაჩუკი ქარდავა პარლამენტის დეპუტატი საარჩევნო ბლოკი: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” სიით გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g