ხვალ, 11 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა გაიმართება – ინფორმაცია ამის შესახებ მედიას პატრიარქის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა დაუდასტურა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ერთ-ერთი საკითხი შეეხოს ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს და მისი დასჯის შესახებ ქორეპისკოპოს იაკობის მუქარა გაოფიციალურდეს.