LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკონსტიტუციო სასამართლოში მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკითხზე  არსებითი განხილვა იმართება

100

დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკითხზე  არსებითი განხილვა იმართება. სარჩელი სასამართლოში ერთ-ერთმა მოქალაქემ შეიტანა, რომლის ინტერესებსაც იურიდიულად ახალი პოლიტიკური ცენტი „გირჩი“ იცავს.

მოსარჩელე მხარე, მარიხუანას მოხმარების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმების მოთხოვნის მიზეზად, სისხლის სამართლის კოდექსისა და კონსტიტუციის კონკრეტული მუხლების შეუსაბამობას ასახელებს.

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლოს თუ უნდოდა უარის თქმა ან ამ საქმის არ განხილვა, მას ამის საფუძვლები ჰქონდა სხვადასხვა ფორმალური მოტივით. სასამართლომ ეს არ თქვა, რაც მიმანიშნებს იმაზე, რომ სასამართლოსთვისაც გამოწვევაა ამ პრობლემის გადაწყვეტა, – აცხადებს „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, იაგო ხვიჩია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები