LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედი მაქვს, რომ მომავალი წელი იქნება პანდემიის დედამიწაზე ბოგინის ბოლო წელი – პაატა იმნაძე

67
paata-imnadze-w-h

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე იმედოვნებს, რომ მომავალ წელს კორონავირუსის პანდემია დასრულდება, თუმცა იმნაძის მოწოდების თანახმად, ამისთვის ადამიანებმა ახალი წელი ქართული ტრადიციებისგან განსხვავებულად უნდა აღნიშნონ.

„იმედი მაქვს, რომ მომავალი წელი იქნება პანდემიის დედამიწაზე ბოგინის ბოლო წელი. კაცობრიობა შეძლებს, რომ პანდემია დაამარცხოს და დავუბრუნდეთ 2022 წელს ნორმალურ ცხოვრებას.

წინ გველის ახალი წელი. სამწუხაროდ, ეს ახალი წელი არ იქნება ჩვეულებრივი ახალი წელი. ჯერ ერთი ქვეყანას ჰქონდა ასეთი დიდი მსხვერპლი და ალბათ, ძალიან დიდი საზეიმო განწყობა არ შეიძლება იყოს. ძალიან ბევრ ოჯახს დღეს პრობლემები აქვს ყველანაირად. აქედან გამომდინარე, ვთხოვ ჩემ თანამოქალაქეებს მაქსიმალურად ვიწრო წრეში და ძალიან დიდი ქართული ტრადიციებისგან განსხვავებით ვიწრო წრეში აღნიშნონ ეს ახალი წელი.

იმედი მაქვს, 2021 წელი „პანდემიის დედამიწაზე ბოგინის ბოლო წელი იქნება“,-განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g