Turkish Airlines-მა თბილისის მიმართულებით 3 იანვარს ჩანიშნული ფრენა გააუქმა. როგორც სააგენტო „ავიანიუსი“ იუწყება, მიზეზი ძლიერი ნისლი და ცუდი ხილვადობა გახდა.
რეისები TK 386 და TK 387, რომელიც აეროპორტ “სტამბოლიდან” თბილისის მიმართულებით და შემდგომ თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით უნდა შესრულებულიყო, არსებულ განრიგში 3 იანვარსვე, უკვე “გაქუმებულის” სტატუსით იძებნებოდა.
შეგახსენებთ, თურქული ავიაკომპანია 2021 წლის იანვარში კვირაში 3, ორმხრივ რეისს შეასრულებს თბილისიდან სტამბოლის ახალი აეროპორტის მიმართულებით.
რეისები შესრულდება ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და კვირას, დილის 04:50-ზე. რეისის ნომერი -TK387. სტამბოლიდან გამოფრენა სამშაბათს, შაბათს და კვირას, 20:45 საათზე. რეისის ნომერი – TK386.
ყველა რეისი იქნება როგორც გამყვანი, ასევე შემომყვანი.