LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის საბავშვო ბაღებში მუშაობა სამი დღით შეწყდება

49

ბათუმის ყველა საბავშვო ბაღში მუშაობა სამი დღით შეწყდება. მიზეზი აზიური ფაროსანაა. ინფორმაცია ამის შესახებ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ გაავრცელა.

 

“ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება აზიური ფაროსანას საბავშვო ბაღში აღმოჩენის შემდეგ ღებულობს პრევენციულ ზომებს და ბათუმის საბავშვო ბაღებში სამი სამუშაო დღით 16, 17, 18 ოქტომბერს წყვეტს სააღმზრდელო პროცესს. მწერის გასანადგურებლად, შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით, ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტურის დაგეგმარების სამსახური სპეციალური ხსნარებით დაამუშავებს და შეწამლავს საბავშვო ბაღების ეზოებს. სამი დღით სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტა აღსაზრდელების უსაფრთხოების გამო გადაწყდა”, – -წერს სოციალურ ქსელში ბაღების გაერთიანების დირექტორი ნატალია ზაქარეიშვილი


აზიური ფაროსანა ბათუმის რამდენიმე საბავშვო ბაღში აღმოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g