LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,განწყობას და დღესასწაულს მიქმნიან ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანები” – ანრი ჯოხაძე სიმღერის პრემიერით ,,არ დაიდარდოში”

14
anrijxadze20217

რადიო ,,არ დაიდარდოს” საახალწლო გადაცემის ,,არის 2021″ სტუმარია ანრი ჯოხაძე ახალი სიმღერის პრემიერით „ცივი ზამთარი“. მომღერალი დაგვპირდა, რომ ისევ დაბრუნდებოდა „ნიკოლშოუსთან“ ერთად ძველი ჰიტის „ზოგი ასე უბერავს“  პრემიერით, რომელიც როგორც ჩანს მათი ერთობლივი პროექტია.

როგორია წინა საახალწლო განწყობა?

სიმართლე გითხრათ წინა საახალწლო განწყობა ბავშვობის მერე არ მქონია. ვცხოვრობ ისე, როგორც აქამდე, უბრალოდ ამ პერიოდში მეტი რუტინაა. საახალწლო გადაცემებს მიაქვს ბევრი დრო.

სიმღერა „ცივი ზამთარი“, რომელიც ჩვენს ეთერში დაპრემიერდება როდის დაიწერა?

ეს სიმღერა რამდენიმე თვის წინ დაიწერა და დასრულდა 23 ოქტომბერს. სიმღერაშიც კი იგრძნობა ის, თუ რა დღესაა სიმღერა შექმნილი. მუსიკა, ტექსტი, არანჟირება, სტუდია, მასტერინგი, მონტაჟი, კლიპის გადაღება, ყველაფერი მე მეკუთვნის. ოპერატორი გახლდათ გოგიტა ჩიკვაიძე, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა. სთაილინგზე კი ჩემმა მეგობარმა, დალი ჩიტალაძემ იზრუნა კლიპისთვის.

2020, რომ შევაჯამოთ..

ფაქტიურად 2020 წელი მსოფლიოში არ არსებობდა. დასამახსოვრებელი ამ წელში მხოლოდ ის იქნება, რომ პანდემიამ გადაგვიარა. ხშირად მესმის პრეტენზიული განცხადებები, რომ დავრჩით მშივრები. პანდემიის გარეშეც იყვნენ ჩვენს ირგვლივ ასეთი ადამიანები და მათგან არ გამიგია ეს ტექსტი, რომ ხახლი შიმშილობს. თავი უნდა შევიკავოთ მსგავსი განცხადებებისგან, ასეთ დროს არავის ულხინს. ფსიქოლოგიურ წნეხში ვართ, არავის არაფრის ხალისი აქვს. არ მინდა ბანალური ვიყო, მაგრამ 2021-ში ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო ყველას, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ.

რაიმე ტრადიცია თუ გაქვს ახალ წელთან დაკავშირებით?

ოჯახის ტრადიცია ყოველ წელს არის საცივი, რომელსაც აკეთებს დედაჩემი. ქალმა, რომელმაც კვერცხის შეწვა არ იცის კარგად, უგემრიელესი საცივი გამოსდის. ბოლო წლებია სახლში აკრძალული გვაქვს უხვი პურმარილი. არ მინდა ვინმემ მიწყინოს, მაგრამ ეს ტრადიცია მემახინჯება. ბავშვობიდან მახსოვს იმდენ რამეს აკეთებდნენ  ოჯახში, რომ ბოლოს საჭმელი ფუჭდებოდა. ამიტომ ყველაფერს ზომიერად ვაკეთებთ,  საყიდლებზე კი  დავდივარ მე.  ნაძვის ხეს აწყობს ჩემი და და დისშვილი.

გამორჩეული დღესასწაული თუ გაქვს?

არ ვარ დღესასწაულების კაცი. კი შეიძლება ვინმეს პომპეზური ადამიანი ვეგონო, მაგრამ ჩემთვის პრიორიტეტული ეს არ არის. განწყობას და დღესასწაულს მიქმნიან ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანები.

სიახლეები ხომ  არ იგეგმება „პრაიმშოუსთან“ დაკავშირებით?

გპირდებით ბევრ კარგ სიახლეს და რაც მთავარია მომავალი წლიდან დაგიბრუნდებით ახალი, ლამაზი სტუდიით.

როგორია შენი სამომავლო გეგმები?

იმედის საახალწლო გადაცემისთვის მე და გია ნიკოლაძემ ჩავწერეთ მისი ერთ-ერთი მეგა-ჰიტი  „ზოგი ასე უბერავს“, რომელზეც გადავიღეთ ვიდეო კლიპიც. ვფიქრობ, რომ საზოგადოებას ძალიან გაახარებს ეს ამბავი. ასე, რომ ძალიან მალე ისევ გადიბრუნდებით ამ სიმღერის პრემიერით.

 

ანრი ჯოხაძე – ცივი ზამთარი

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ანრი ჯოხაძე. საახალწლო გადაცემა “არის 2021”.

 

ანრი ჯოხაძე – ცივი ზამთარი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები