LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში მეხანძრის ყველაზე მაღალი დაცვის მქონე უნიფორმა საქართველოში შეიკერება

117
132591590-4088619567818226-3740934857619635263-o

საქართველოში წარმოებულმა მეხანძრის ინოვაციურმა უნიფორმამ – ELVEN TECHNOLOGIES-მ $160 000-ის ინვესტიცია მოიზიდა. ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია თავად ELVEN TECHNOLOGIES-ის დამფუძნებლებმა, სოციალური ქსელის მეშვეობით მიაწოდეს.

„ELVEN TECHNOLOGIES-ის გუნდმა დახურა პირველი საინვესტიციო რაუნდი $160 000 დოლარის ოდენობით. რაუნდში მონაწილეობდა ცხრა ინვესტორი, მათ შორის ამერიკული ვენჩურული სტუდიო – Technovate, რომელიც შექმნილია აზერბაიჯანელი დამფუძნებლების მიერ“, – აცხადებენ ELVEN TECHNOLOGIES-ში.

მათივე ინფორმაციით, მოზიდული თანხა უნიფორმის გატესტვა-გაუმჯობესებას მოხმარდება. Technovate–ის გრანტამდე, სტარტაპზე დახარჯულია 200 000 ლარი, აქედან GITA–ს გრანტი იყო 100 000 ლარი და ევროსაბჭოს ერთ–ერთი პროექტის გრანტი 30 000 ევრო. სტარტაპის დამფუძნებლები არიან: ვამეხ ხერხეულიძე, ალექსანდრე ჩუბინიძე, გიორგი გაბარაშვილი და ბელა ბუცხრიკიძე.

„ბაზარი მზად არის ასეთი ინოვაციისთვის, რადგან მეხანძრეები ყოველდღიურად დიდი რისკის ქვეშ არიან. ჩვენი უნიფორმა 5-ჯერ აუმჯობესებს ბაზარზე არსებულს და ფასში დიდი სხვაობაც არაა. ეს იქნება ყველაზე მაღალი დაცვის მქონე უნიფორმა მსოფლიოში“, – აცხადებენ Elven Technologies-ში.

მეხანძრის მაღალტექნოლოგიური უნიფორმის ინოვაციურობას ძირითადად ორი ფაქტორი განაპირობებს. ბაზარზე არსებული უნიფორმები მაქსიმუმ 8–10 წამის განმავლობაში იცავს ადამიანს ცეცხლისგან და 15 კილოგრამს იწონის, Elven Technologies-ის უნიფორმას 60–80 წამის განმავლობაში შეუძლია დაცვა და 7კილოგრამს იწონის.

აღსანიშნავია, რომ Elven Technologies 2026 წლისთვის კოსმოსური კოსტიუმის შექმნასაც გეგმავს, რომელიც ადამიანს მთვარეზე, მარსზე და ზოგადად, ღია კოსმოსში აუცილებლად გამოადგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g