LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველმა მომღერალმა Queen-ის ლეგენდარული სიმღერით “გოლოსის” ჟიური მოხიბლა (ვიდეო)

64

ქართველი მომღერალი დავით თოდუა რუსული კონკურსის “გოლოსის” შესარჩევ ტურზე წარსდგა.

დავით თოდუამ ლეგენდარული Queen-ის კომპოზიციით Who Wants to Live Forever ჟიურს მოხიბვლა შეძლო.

ჟიურის ოთხივე წევრის შემოტრიალების შემდეგ, დავით თოდუა მათ ასე გაეცნო:

დავით თოდუა: მე ვარ შეყვარებული რუსეთზე… ქართველი მოსკოვიდან…

ლეონიდ აგუტინი: დავით, სანამ თქვენ წახვალთ მონასტერში, როგორც ყველა წვეროსანი ქართველი, მოდით უფრო მეტი ვილაპარაკოთ თქვენზე…

ამ დიალოგის შემდეგ, ჟიურიმ თოდუას ნამღერი შეაფასა და აღნიშნა, რომ დასაწყისში მან ძალიან ცუდად იმღერა, თუმცა შემდეგ მათ მოლოდინებს გადააჭარბა.

https://www.youtube.com/watch?v=ne5RBCh6qZc

დავით თოდუა სოხუმში დაიბადა, მაშინ, როდესაც საქართველოში საომარი მოქმედებები დაიწყო. შემდეგ, ოჯახთან ერთად უკრაინაში გაემზავრა. 17 წლის ასაკში რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად, 2003 წლიდან კი მოსკოვში ცხოვრობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები