ნანუკა გუდავაძე იუბილარია. ბერა ივანიშვილის მეუღლემ დღის განმავლობაში არაერთი თბილი მილოცვა მიიღო. დღის ბოლოს ნანუკამ გულშემატკივრებს კეთილი სურვილებისთვის საჯარო მადლობა გადაუხადა და გამომწერებს მეუღლესთან ერთად გადაღებული ახალი რომანტიკული ფოტოებიც გაუზიარა.
მანამდე, ბერამ მეუღლეს იუბილე საკმაოდ ემოციური პოსტით მიულოცა და გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც წყვილის ბედნიერი მომენტებია ასახული.