ქინძმარაულის ქუჩაზე გაზგასამართი სადგური აფეთქდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციათა სამსახური ადასტურებს.
აფეთქების შედეგად 3 ადამიანია დაშავებული, სამივე მათგანი სტაციონარში გადაიყვანეს.
უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებული 5 ჯგუფი იყო, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
დაზიანებულია შენობის სახურავი და დანადგარი. ცეცხლი დიდ ფართობზე არ გავრცელებულა.