LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლოურების ნათესავი ტრაგიკული ღამის დეტალებზე: “მამა სახლში დაღლილი მივიდა… მიშომ ჩაი მოუმზადა…იმ ღამით რომ ეჩხუბათ, მამას გაეღვიძებოდა”

533
BeFunky-collage

19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებული 21 წლის გიორგი ახლოურის საქმეზე პროკურატურა აცხადებს, რომ შემთხვევის დღეს, ძმებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, რა დროსაც, ბრალდებულმა გიორგი ახლოურმა ძმას მოკვლის მიზნით გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა.

ადვოკატი განზრახ მკვლელობას გამორიცხავს, თუმცა 21 წლის გიორგი ახლოურს გამოძიება სწორედ ამ მუხლს ედავება.

“ბრალდებულს ძმის მკვლელობა განზრახული არ ჰქონია”

გიორგი ახლოურის ბიძაშვილი, მარიამ ჩიტიშვილი “კვირის პალიტრასთან” საუბარში აცხადებს, რომ მომხდარდთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციები ვრცელდება.

მისი თქმით, ძმებს ცხოვრებაში ჩხუბი არ მოსვლიათ, რაც მოხდა, შემთხვევითობა იყო.

“ძალიან ცუდია, რომ ჟურნალისტები ასე აშუქებენ მომხდარს. თითქოს ჩვენი ტრაგედია და უბედურება არ გვყოფნის და ახლა ცრუ ინფორმაციებიც ვრცელდება. რაც მოხდა, შემთხვევითობა იყო. ძმები არასოდეს ჩხუბობდნენ. ბიჭების მამა ტაქსის მძღოლია, დილის 5 საათზე დგება, რომ იმუშაოს. ადრე ბიზნესი ჰქონდა, მაგრამ ასეთია ცხოვრება – ახლა ტაქსის მძღოლად მუშაობს. იმ ღამით სახლში დაღლილი მივიდა, მიშომ ჩაი მოუმზადა. ამის შემდეგ მარადი დასაძინებლად გავიდა და ჩაეძინა. ძმებს ცხოვრებაში ჩხუბი არ მოსვლიათ, იმ ღამით რომ ეჩხუბათ, მამას გაეღვიძებოდა, რადგან პატარა ბინა აქვთ.

ტელევიზორის ხმის აწევა-დაწევის გამო მოხდა კამათი. გიორგიმ მიშოს სთხოვა, ტელევიზორს დაუწიე, უნდა დავიძინო, დილით ადრე უნდა ავდგე და სამსახურში წავიდეო. გიორგი გერმანულ კომპანიაში მუშაობდა, ყოველთვე აწინაურებდნენ. ეს ბიჭები არც სვამდნენ, არც სიგარეტს ეწეოდნენ. სპორტს მისდევდნენ და წარმატებულებიც იყვნენ, არადა სოციალურ ქსელში საშინელი კომენტარები იწერება”, – აცხადებს გიორგი ახლოურის ბიძაშვილი, მარიამ ჩიტიშვილი “კვირის პალიტრასთან”.

“შაქარ, ზეცაში აუცილებლად შევხვდებით… სულ შენ გეძებ, სულ შენზე ვფიქრობ” – ძმის მიერ მოკლული მიშო ახლოური გიორგი შაქარაშვილის მეგობარი იყო

ვინ არის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ძმამ მოკლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g