კახეთში, ქინძმარაულის მიკროზონაში მალე უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის – „ქინძმარაული ღვინის სოფლის“ მშენებლობა დაიწყება.
KTW ჯგუფის შვილობილი კომპანიის KTW Development-ისა და ცნობილი ფრანგული არქიტექტორული კომპანიის BPM Architectes-ის ერთობლივი პროექტი, ყვარელში განხორციელდება. ის ქართული სტუმარმასპინძლობისა და ევროპული გამოცდილების იდეალურ სინთეზს წარმოდგენს. BPM Architectes-ი ღვინის თემატიკის მსხვილი პროექტების მშენებლობით ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საფრანგეთის ქალაქ ბორდოდან, “ქინძმარაული ღვინის სოფელი“ სწორედ ამ კომპანიის პირველი პროექტია საქართველოში.
ულამაზესი ბუნებით გამორჩეული სოფელი ზღვის დონიდან 750 მეტრზე, 35.5 ჰა ტერიტორიაზე გაშენდება. პროექტი მოიცავს საცხოვრებელ ვილებს, რომელთა არქტიტექტურა ბუნებას ჰარმონიულად შეერწყმება. 9 ჰა რეკრეაციული ზონა ბუნებრივი ტყით, ნაკადულებითა და ხელოვნური ტბით მოეწყობა. სოფელი გასტრონომიულ წერტილებს, ღვინის მაღაზიას, სპორტულ და საბავშვო მოედნებს და ასევე ტურისტულ ატრაქციებს გააერთიანებს. 8 ჰა მიწაზე ქართული უნიკალური ჯიშების ვენახი გაშენდება. შატო „ქინძმარაული ვილიჯში”კი ადგილობრივი მოსავლიდან გადამუშავდება და ჩამოისხმება ღვინო. კომპლექსის ინფრასტრუქტურა ასევე გულისხმობს საფეხმავლო/ველო ბილიკებსა და ზიპლაინს, რაც ადგილობრივი სივრცის აღქმის საუკეთესო საშუალებაა. ტერიტორიაზე განთავსდება ბიზნეს ჰაბი „ბიზნესლაუნჯით“, სხვადასხვა სახის „ქო-ვორქინგ“ და საკონფერეციო სივრცეებით, რაც დისტანციურ მუშაობას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის.
სოფლის მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება. აღნიშნულ პროექტში KTW ჯგუფი 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.