LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

GM–მა უპილოტო Cadillac და მფრინავი მანქანის კონცეპტი წარადგინა

162
gmcadilac2021

General Motors ხომ General Motors არ იქნებოდა წელი გრანდიოზული სიახლეების გარეშე რომ გაეტარებინა.

ავტომწარმოებელმა მდიდრული უპილოტო მოდელი, ასევე ერთ ადგილიანი ელექტროქარი წარადგინა. ორივე მოდელი ჯერ–ჯერობით მხოლოდ კონცეფციის სახით არსებობს და იგეგმება თუ არა მათი წარმოება რთული სათქმელია.

და მაინც, კონცეპტები Cadillac–ის დიზაინის სამომავლო განვითარებას გამოსახავს და თან ბრენდის არაორდინალური მიდგომის მაჩვენებელია.

GM-ის ახალ მოდელებს საჭე და პედლები არ აქვს, ისევე როგორც ტრადიციული მართვის სხვა საშუალებები, ამის ნაცვლად ელ–ქარებმა 1970–იანი წლების ინტერიერი მიიღეს.

GM–ის გლობალური დიზაინის დირექტორმა მაიკლ სიმკომ ახალი დიზაინი ასე აღწერა,“სოციალური სივრცე მეგობრების ან ოჯახის წევრებისთვის, რათა დრო ერთად გაატარონ და დანიშნულების ადგილამდე კომფორტულად მივიდნენ.“

ავტომობილმა ძვირადღირებული მინის სახურავი და ბიომეტრიული სენსორები მიიღო, ეს სენსორები მგზავრების სასიცოცხლო ფუნქციების გასაზომად, ასევე ტემპერატურის, განათების და გარემოს ხმაურის დასადგენად გამოიყენება. სხვა ოფიცებს შორისაა ხმის კონტროლი და ჟესტების ამომცნობი სისტემა.

მწარმოებლის ინფორმაციით, მფრინავი ელ–ქარი 90 კილოვატ საათიანი სიმძლავრის ელემენტს და ოთხ ელექტრო ძრავს მიიღებს, რათა ვერტიკალურად აფრენა და დაშვება შეძლოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g