LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იურიდიულ კომიტეტში დღეს ნარკოპოლიტიკაზე იმსჯელებენ

89

პარლამენტში იურიდიულ კომიტეტზე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით დღეს რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართება.  ცვლილების მთავარი მიზანი ნარკომოხმარების დეკრიმინალიზაციაა. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, მიაღწევენ თუ არა კანონთან დაკავშირებით პარლამენტის დეპუტატები, მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შეთანხმებას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას მტკიცებით, ნარკორეალიზატორთა მიმართ მკაცრი სასჯელი უნდა შენარჩუნდეს, მომხმარებლებს კი სახელმწიფომ შესაბამისი სერვისები უნდა შესთავაზოს.

“პროექტი ითვალისწინებს ყველა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციას მომხმარებლების მიმართ. აქ არის აზრთა სხვადასხვაობა. შემოდის ახალი ცნება როგორიცაა – გავრცელება, იცვლება ოდენობები”, – თქვა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა უნდა გამართულიყო, თუმცა არ შედგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g