LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის საქმის შეწყვეტას ასაჩივრებს

86
მიხეილ რამიშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის სახელზე განცხადებას დღეს შეიტანს. ადვოკატი საქმის წარმოების შეწყვეტის დადგენილებებს და ჯუმბერ ბაჩალიაშვილისთვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის შეჩერებას გაასაჩივრებს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, პროკურატურის მიერ განხორციელებული ქმედებები უკანონოა და იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი შოთაძე რეაგირებას არ მოახდენს, საქმეში საერთაშორისო ინსტიტუტებს ჩართავს.

“გარკვეული ინფორმაციაც თან დაერთვება, რომელზეც ვალდებული იქნება გამოძიება, რომ სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს. თუ შოთაძე ვერ შეძლებს ამ საჩივრის დაკმაყოფილებას და არ გააუქმებს დადგენილებას და არ დაუბრუნდება საგამოძიებო ორგანოებს, ჩვენ დამოუკიდებლად გავაგრძელებთ გამოძიებას და საერთაშორისო ინსტიტუტებს ჩავრთავთ,” – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები