აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორად ევგენი ჟუკოვი დაინიშნა.
ახალი გენერალური დირექტორი აზიის განვითარების ბანკის ოპერაციებს რეგიონის 10 ქვეყანაში უხელმძღვანელებს. ეს ქვეყნებია: ავღანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, პაკისტანი, თურქმენეთი და უზბეკეთი.
აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციით, ჟუკოვს მათთან მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს და ის წარსულში სხვადასხვა აღმასრულებელ თანამდებობას იკავებდა.
აღსანიშნავია, რომ ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონში, აზიის განვითარების ბანკის საინვესტიციო პორტფელი 24 მილიარდი დოლარია.