LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ვარ კანდიდატი -„ყველას წინააღმდეგ“ (ვიდეო)

97

რუსეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას კიდევ ერთი კანდიდატი აპირებს. სანქტ-პეტერბურგის ყოფილი მერის,  ანატოლი სობჩაკის შვილმა, ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა, არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და  ინტერნეტში მოკლე ვიდეომიმართვაც  გაავრცელა.

 

„მე ვარ კანდიდატი – „ყველას წინააღმდეგ“ – აცხადებს სობჩაკი. მისი თქმით, ის ვლადიმერ პუტინის კონკურენტი გახდება, რომელიც უკვე თითქმის 17 წელია მართავს ქვეყანას.

“უნდა არსებობდეს არჩევანის საშუალება, რომ ხმა მისცე ყველას წინააღმდეგ. ეს გარანტიას გაძლევს, რომ შენს ხმას სხვა ვერავინ მიიღებს. თუმცა, ეს არჩევანი წაგვართვეს და ჩვენი ხმები ისეთი მარტივი მოსაპარია, რომ ხელისუფლებას ძალაუფლების ფლობა სამუდამოდ შეუძლია. მე 36 წლის ვარ და როგორც რუსეთის სხვა მოქალაქეებს, მეც მაქვს უფლება მონაწილეობა მივიღო საპრეზიდენტო არჩევნებში”

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა მედიას განუცხადა, რომ ქსენია სობჩაკის კანდიდატურა სრულად ესადაგება ქვეყნის კონსტიტუციის მოთხოვნებს და შეუძლია პრეზიდენტად კენჭი იყაროს. მისივე თქმით, სობჩაკის პოლიტიკური მრწამსი ჯერ უცნობია და მას  პოლიტიკური გამოცდილების მიღება ნულიდან მოუწევს .

რუსეთის პრეზიდენტს 2018 წლის 18 მარტს აირჩევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g