LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა ხუციშვილმა მოქალაქეებს ძალადობისგან თავის შეიკავებისკენ მოუწოდა

78

„იმ ადგილებში, სადაც წინასაარჩევნო კამპანია უფრო მეტად ემოციურად მიმდინარეობდა, დამატებითი ზომები იქნება მიღებული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა, განაცხადა.

შალვა ხუციშვილმა მოუწოდა ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, მოქალაქეებს მაქსიმალურად თავი შეიკავონ ძალადობისგან, ძალადობისკენ მოწოდებისგან.

„ხშირია შემთხვევა, როცა პროვოკაციებს აქვს ადგილი, რაც გამოიხატება სიტყვიერ შეურაცხყოფაში, ხანდახან ეს არის რაღაც ჟესტიკულაცია და .. ეს იქნება არა მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, არამედ მთლიანად საარჩევნო პროცესის წინააღმდეგ იქნება მიმართული. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან რეაგირება იქნება ადეკვატური და მკაცრი,“ – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g