LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Tesla Model Y–მ უსაფრთხოების რეიტინგში უმაღლესი შეფასება მიიღო

42
teslamodely

აშშ–ს საგზაო უსაფრთხოების ნაციონალურმა სამმართველომ Tesla Model Y–ს კრაშ–ტესტების სერია ჩაუტარა. კვლევის ფარგლებში ელექტრონულმა კროსოვერმა ყველა გამოცდა ჩააბარა და უსაფრთხოების თვალსაზრისით უმაღლესი შეფასებაც დაიმსახურა.

„ტესლას“ პირველი გამოცდა 56 კმ/სთ გადაადგილების დროს წინაღობასთან დაჯახება იყო. ფრონტალური დაჯახებისას ელექტროქარმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, როგორც მძღოლის ასევე წინ მჯდომი მგზავრის გათვალისწინებით.

მეორე კრაშ–ტესტი მოდელისთვის 62 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის დროს მძიმე ბარიერთან (რომელიც 1360 კილოგრამიანი ავტომობილის იმიტაციას ქმნიდა)  გვერდიდად დაჯახება იყო. „ტესლამ“ ამ გამოცდისთვისაც 5 ვარსკვლავი დაიმსახურა, როგორც წინა ისე უკან მსხდომი მგზავრებისთვის.

ამის შემდეგ ელექტრონული კროსოვერი უკანა დაჯახების და მოცურების დროს გამოსცადეს და ორივე შემთხვევაში 5 შესაძლო ვარსკვლავიდნა 5 დაუწერეს.

Tesla Model Y სედანი Model 3–ის ბაზაზეა აწყობილი. მოდელმა დამატებითი უსაფრთხოების სისტემები მიიღო, მაგალითად ისეთი როგორიცაა აკუმულატორის დაცვა, საქარე დაჯახების დროს გაფრთხილების სისტემა, ავტომატური და ექსტრემალური დამუხრუჭების ფუნქცია, ასევე მოძრაობის ზოლის დატოვების შემთხვევაში გაფრთხილების სისტემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები