სომალიში, დედაქალაქ მოგადიშოდან 40 კილომეტრში მდებარე დასახლებულ პუნქტ დანიგაში, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.
სააგენტოს ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა გზის პირას იყო განლაგებული. აფეთქების მომენტში მოწყობილობას ფერმერების ავტობუსმა ჩაუარა.
შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით რეგიონში მოქმედ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.