აშშ–ს 46–ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, მმართველობის პირველივე დღეს ავტოსამყაროსთვის დაწესებული გარკვეული სტანდარტები გააუქმა. დონალდ ტრამპის მიერ დაშვებული შეღავათები აღარ იმოქმედებს. ბაიდენის პირველი კანონპროექტი ელექტროტრანსპორტის განვითარებისკენ იქნება მიმართული, ასევე ეკოლოგიური მოთხოვნების დაცვაც მკაცრად გაკონტროლდება.
ჯო ბაიდენის აზრით, საავტომობილო სფეროს მთავარი პრიორიტეტი ელექტროფიკაცია უნდა გახდეს. პრეზიდენტმა დააზუსტა, რომ მთავრობა ასეულობით მილიონს დახარჯავს იმისთვის რომ ელექტრომობილების დასამუხტი სადგურების ქსელი განავითაროს. სადგურების რაოდენობა მინიმუმ ნახევარი მილიონით უნდა გაიზარდოს. გარდა ამისა, აშშ–ში ელექტროტრანსპორტის მწარმოებლებისთვის ახალი შეღავათები დაწესდება. ყველა ეს ინიციატივა კი გახდება იმ სტრატეგიის ნაწილი, რომელმაც 2050 წლისთვის ჰაერში მავნე გამონაბოლქვი მინიმუმამდე რომ უნდა შეამციროს.
პრეზიდენტის ინიციატივა ავტო–სამყაროზე დიდ გავლენას მოახდენს. ბაიდენი დააბრუნებს ძველ სტანდარტებს, რომლის მიხედვითაც ავტომწარმოებლებმა ავტომობილების ეკონომიურობა ყოველ წელს მინიმუმ 5%–ით უნდა გააუმჯობესონ, ტრამპის დროს კი 1,5%–იც სრულებით საკმარისი იყო. გარდა ამისა, ბაიდენი კალიფორნიის შტატს საშუალებას მისცემს, რომ ავტო–კონცერნებს გამონაბოლქვთან დაკავშირებით პირადი, ბევრად უფრო მკაცრი მოთხოვნები დაუწესოს.