LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსახიობი მამუკა ლორია გარდაიცვალა

988
lorianews2021

რუსთაველის თეატრის ოფიციალურ “ფეისბუქ“-გევრდზე სამწუხარო ინფორმაცია გამოქვეყნდა. ამ თეატრის მსახიობი, მამუკა ლორია გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი ცნობილი არ არის.

კინოსა და თეატრის მსახიობი, მამუკა ლორია რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ჯილდოს „ოქროს ნიღაბის“ ლაურეატი გახლავთ.

1985 წლიდან არის რუსთაველის თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს როლები სპექტაკლებში: „კავკასიური ცარცის წრე“, „ირინეს ბედნიერება“, „სისხლიანი ქორწილი“, „წათეს წითელი წაღები“ და სხვა. გადაღებულია ფილმებში: „თოვლის ბაბუა“, „მეხუთე მოქმედება“, „თვინიერი“, „იდიოტოკრატია“, „გარიგება“, „გარიგება 2“ და სხვა.

რადიო „ფორტუნა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი მსახიობის გარდაცვალების გამო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g