LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელარუსთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განვიხილეთ

138

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბელარუსის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მიხეილ მიატიკოვს შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იყო ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვისა და ტურისტების რაოდენობის მიუხედავად, არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი, რათა სარგებელი ეკონომიკური თანამშრომლობისგან გაცილებით მნიშვნელოვანი იყოს. ასევე განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობის სხვა პრიორიტეტული საკითხები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g