LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი არველაძის მესამე ცოლიც უკრაინელია – რა სიტყვებით ამკობს ანასტასია ზუბენკო ქართველ რჩეულს

2172
arveladze2021

„იმედის“ ყოფილი დირექტორი და ნაციონალური მოძღაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი, გიორგი არველაძე, დიდი ხანია, ისეთივე აქტიური აღარ არის, როგორც წლების წინ.

შეგახსენებთ, რომ მას საკმაოდ ბობოქარი პირადი ცხოვრება აქვს. პირველ მეუღლესთან დაშორების შემდეგ მან უკრაინელ გოგონაზე, ალინაზე იქორწინა. ალინამ მისი გვარი აიღო და წყვილს ორი შვილი შეეძინა. ალინა ძალიან კარგად მოერგო ქართულ ცხოვრებას, ენაც ისწავლა და შოუბიზნესშიც დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი, როდესაც თიკო სადუნიშვილის გადაცემის „თბილისი ლაივი“ პროდიუსერი გახდა. ალინა ხშირად ჩნდებოდა ბომონდურ წვეულებებზე და მედიასაც ანებივრებდა ინტერვიუებით, სადაც გიორგის მიმართ დიდი სიყვარულის შესახებ საუბრობდა…

 

გიორგის ორივე ქორწინებიდან  ოთხი შვილი ჰყავს, რომელთა ფოტოებიც სოციალურ ქსელში მთავარ ფოტოზე აქვს დაყენებული და თავისი შვილებით ძალიან ამაყობს.

ახლახან ცნობილი გახდა, რომ გიორგის ცხოვრებაში ახალი სიყვარული გამოჩნდა. ის და ალინა ერთმანეთს დაშორდნენ, გიორგის გვერდით კი კიდევ ერთი უკრაინელი ლამაზმანია. „მე ის მიყვარს“, ასეთი წარწერით აქვს გამოქვეყნებული უკრაინელი ქალბატონის ფოტო გიორგის. ანასტასია ზუბენკო სოციალურ ქსელში გიორგის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს და წერს:

„ჩემი რწმენა და სიმართლე! ჩემი ყველაზე ახლობელი ადამიანი მსოფლიოში. ჩემი სიამაყე და აღფრთოვანება! საუკეთესო მამაკაცი მსოფლიოში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შენი ვარ…“

გიორგი და ანასტასია საკმაოდ საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობენ და ხშირად მოგზაურობენ ერთად, ლამაზი ადგილებიდან კი ფოტოებს უზიარებენ მეგობრებს.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები