LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს, PR ასოციაცია დარგობრივი კვლევის შედეგებს წარადგენს

96
ვებინარი

PR ასოციაციამ მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ ”ალტერბრიჯის” კვლევით ცენტრთან ერთობლივად, საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში დასაქმებული პროფესიონალების მონაწილეობით ელექტრონული გამოკითხვა ჩაატარა.

  • რა არის PR სპეციალისტის კომპეტენციები და ფუნქცია-მოვალეობები;
  • რა ნაბიჯებია საჭირო დარგის განვითარებისთვის;
  • საქართველოს დასაქმების ბაზარი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სექტორი;
  • რა მოთხოვნებია პროფესიის მიმართ საგანმანათლებლო სივრცეში.

კვლევის შედეგებს და სამომავლო გეგმებს PR ასოციაცია ვებინარზე  წარადგენს.

კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება,  29 იანვარს, 19:00 საათზე, ”PR ასოციაცია”  ZOOM პლატფორმაში. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს : https://bit.ly/3sLEB04

PR ასოციაცია 2020 წელს შეიქმნა და მიზნად დარგის განვითარების ხელშეწყობას ისახავს. მათ შორის, დარგობრივი კვლევების უზრუნველყოფას, აკადემიური და პროფესიული განვითარების მიმართულებით ინიცირებას, დარგობრივი ტრენინგების და კონფერენციების ორგანიზებას, ეთიკის კოდექსის შემუშავებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g