კომპანია „ტესლამ“ 2020 წლის ფინანსური შეჯამება გამოაქვეყნა და აღმოჩნდა რომ არსებობის ისტორიაში პირველად, ბრენდი მოგებაზე წავიდა. გასული წლის მეოთხე კვარტალში „ტესლამ“ 270 მილიონის დოლარის შოვნა შეძლო, საბოლოო ჯამში კი სუფთა მოგებამ 721 მილიონი შეადგინა.
2020 წლის ბოლოს „ტესლამ“ 180 570 ელექტროქარის გაყიდვა შეძლო, კონვეიერებიდან კი 179 757 ავტომობილი ჩამოვიდა. გაყიდვების უპირობო ლიდერი Model 3 გახდა – ამერიკული ბრენდის ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელი. მეორე ადგილს კი Model Y იკავებს. მთელი წლის შეჯამებით ბრედმა 31,5 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, რაც მისთვის ისტორიული მაქსიმუმია. მთლიანობაში კომპანიამ ნახევარ მილიონზე მეტი ავტომობილის გაყიდვა შეძლო.
აღსანიშნავია, რომ „ტესლასთვის“ მომგებიანი იყო 2019 წლის მეორე ნახევარიც. წინა წელს კომპანიის აქციები 700%–ით გაიზარდა, რამაც ის ყველაზე ძვირადღირებულ ავტომწარმოებლად აქცია და მისი კაპიტალიზაცია 819 მილიარდამდე გაზარდა. შედეგად, „ტესლას“ დამაარსებელი ილონ მასკიც მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა.
ანალიტიკოსები „ტესლას“ სწრაფ აღმასვლას Model 3–ისა და Y–ის გამოჩენას მიაწერენ. ეს მოდელები შედარებით ხელმისაწვდომია. ასევე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ისიც, რომ კომპანიამ ქარხანა ჩინეთშიც გახსნა და იქაური ბაზრის ათვისებაც დაიწყო.
