LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გზამ, რომელსაც ელექტროქარების დამუხტვა შეუძლია, ცდები წარმატებით გაიარა

44
sweddishcare2021

შვედეთში, ქალაქ გოტლანდში ყველაზე ინოვაციური გზის პირველი გამოცდა დასრულდა. 1,65 კილომეტრის სიგრძის გზას მასზე მოძრავი ელექტროქარების დამუხტვა შეუძლია. ეს დაადასტურა ექსპერიმენტმაც, გზაზე გაუშვეს ელექტრონული სატვირთო და მიუხედავად იმისა რომ გზის საფარი თოვლით იყო დაფარული, ტრანსპორტმა 70 კილოვატ საათი ენერგია მიიღო.

გზის შექმნასა და დაგებაზე ირლანდიური კომპანია ElectReon მუშაობდა. დამუხტვის პროცესი ასფალტის ქვეშ განთავსებული უკონტაქტო გადამცემების დამსახურებით ხდება.

დამუხტვის ფუნქციის მქონე გზა არამხოლოდ შვედეთში არამედ ისრაელშიც დააგეს და ისრაელში სულ მალე ტესტების მეორე ეტაპი დაიწყება, როცა გზაზე ერთდროულად რამდენიმე ელ–ქარი გაივლის.

ისრაელის ხელისუფლებამ მანამდე დააანონსა, რომ შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილები 2030 წლიდან საერთოდ აღარ გაიყიდება და მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ეკოლოგიური ტრანსპორტი იმოძრავებს. ბუნებრივია ეს ფაქტი ელექტრონული ტრანსპორტისთვის ინფრასტრუქტურის განვითარების სტიმულად იქცა, მათ შორის ავტომატურად დამუხტვადი გზებისაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g