LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გეტყვით სიმართლეს, მან ჩვენი ქორწინება დაანგრია“ – პამელა ანდერსონის მე-4 მეუღლის ყოფილი ცოლი მათ რომანზე ალაპარაკდა

94
page

53 წლის სექს-სიმბოლო, პამელა ანდერსონი მეოთხედ გათხოვდა. მისი რჩეული პირადი მცველი, 40 წლის დენ ჰეიჰერსთია. მათ ერთმანეთი თვითიზოლაციის პერიოდში შეუყვარდათ. „მალიბუს მაშველების“ ვარსკვლავის მოკრძალებული საქორწინო ცერემონია ვანკუვერში, მისივე სახლში გაიმართა.

ახლახანს ახალი დეტალები გამოიკვეთა, ინტერნეტსივრცეში დენის ყოფილი მეუღლის ინტერვიუ გავრცელდა, რომელიც აცხადებს, რომ პამელამ მისი 5 წლიანი ქორწინება დაანგრია. დენი და მისი ყოფილი მეუღლე 3 შვილს ზრდიდნენ, აქედან 2 შვილი დენს წინა ქორწინებიდან ჰყავს.

„ანდერსონი ყველაფერს სხვაგვარად ჰყვება, მე გეტყვით სიმართლეს, პამელამ ჩვენი 5 წლიანი ქორწინება დაანგრია, დენიმ მასთან მშენებლად დაიწყო მუშაობა, შემდეგ პამელა ჯონ პიტერსზე გათხოვდა, თუმცა 2 კვირაში ისინი განქორწინდნენ. დენი ამბობდა, რომ პამელა შეშლილი იყო. შემდეგ თვითიზოლაციასთან ერთად მათი რომანიც დაიწყო. პამელამ დენი დააწინაურა და მცველად აქცია, ანდერსონი მას იახტებს და მანქანებს ჩუქნიდა“,- აცხადებს დენის ყოფილი მეუღლე.

მისი განცხადებით ისინი თინეიჯერებივით იქცევიან და მთელი დღე თავიანთ ფერმაში სვამენ, მისი აზრით მათი ქორწინებაც ძალიან მალე დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები