LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი შეიძლება იყოს პრეზიდენტ ბაიდენის ლიმუზინი

107
jobaidenlimuzin

აშშ–ს 46–ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საავტომობილო სამყაროს მთავარ პრიორიტეტად სრული ელექტროფიკაცია დაასახელა, ამიტომ დიდი შანსია რომ ცნობილი ლიმუზინი The Beast ერთ დღესაც ელექტრონული გახდეს.

ბაიდენმა თეთრ სახლთან ერთად ნომერ 1 ამერიკული ავტომობილი: ცნობილი ლიმუზინი Cadillac One, ზედმეტსახელად The Beast მიიღო. აშშ–ს საპრეზიდენტო ავტომობილებს 1993 წლიდან General Motors ქმნის. ბოლო ვერსია დონალდ ტრამპის „მონსტრი“ იყო, რომელიც კონცერნმა 2018 წელს წარადგინა. მოდელი სატვირთო პლატფორმა GMC TopKick–ის ბაზაზე აიგო და სრულად ჯავშნიანი ვერსია 6800 კილოგრამს იწონიდა. ჯო ბაიდენს კი არჩევანის საშუალებას მისცემენ, გამოიყენოს ტრამპის  The Beast ან ახალი ლიმუზინი შეუკვეთოს.

თუკი პრეზიდენტი მეორე ვარიანტს აირჩევს, როგორი იქნება პრეზიდენტის ახალი ლიმუზინი?

თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ პრიორიტეტი საყოველთაო ელექტროფიკაციაა, გამოცემა GM Authority–მ წარმოადგინა „მონსტრი“ რომელსაც წინა მხარე ელექტრონული კროსოვერის Cadillac Lyriq–ის აქვს. ასეთი შეჯვარების შედეგი არც ისე ცუდი გამოვიდა და დიდი შანსია, რომ ბაიდენს ელექტრონული ლიმუზინი ძალიანაც მოეწონოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g