მსახიობი სარა ჯესიკა პარკერი ნიუ-იორკში, მე-5 ავენიუზე თავისი ფეხსაცმლის ბრენდის SJP pop-up მაღაზიას ხსნის. ამის შესახებ ინფორმაციას WWD-ი ავრცელებს. საკუთარი ბრენდის პირველი მაღაზია მსახიობმა რამდენიმე წლის წინ გახსნა. მე-5 ავენიუზე კი თავად პარკერის დიდი სურვილის გამო დროებითი მაღაზია გაიხსნა. გამოცემის ცნობით, სარა ჯესიკა პარკერი კლიენტებსა და თაყვანისმცემლებს თავადაც მოემსახურება. ფეხსაცმლის შეძენას მსურველები 24 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით შეძლებენ.