LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროტესტი აბსოლუტურად ლეგიტიმურია, ჯარიმები კი პოლიტიკურადაა მოტივირებული: ლევან თარხნიშვილი

96
ლევან თარხნიშვილი

“პროტეტი არის აბსოლუტურად ლეგიტიმური, ხოლო ჯარიმები პოლიტიკურად მოტივირებული” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან თარხნიშვილმა განაცხადა, რითაც “დაუმორჩილებლობის მარშში” ჩართული მოქალაქეების დაჯარიმებას გამოეხმაურა.

თარხნიშვილის თქმით, მაშინ, როდესაც სახელმწიფო აბსოლუტურად დაუსაბუთებლად ქვეყანას კეტავს და მოსახლეობას აღარიბებს, ხოლო თავად დაწესებულ შეზღუდვებს არღვევს და ამისათვის არ ჯარიმდება, ასეთ შემთხვევაში, პროტესტი აბსოლუტურად ლეგიტიმურია.

როგორც თარხნიშვილმა აღნიშნა, “დაუმორჩილებლობის” მარშში ჩართული ადამიანების დაჯარიმება პოლიტიკურად მოტივირებულია, ისევე როგორც აღძრული საქმეები.

„როდესაც სახელმწიფო აბსოლუტურად დაუსაბუთებლად კეტავს ქვეყანას, ეს გრძელდება თვეების განმავლობაში, რაც იწვევს ხალხის გაღარიბებას, ლუკმა-პურის დაკარგვას, ბიზნესის ჩავარდნას, ეკონომიკურ ვარდნას და ამავე დროს, თვითონ არღვევენ ამ ყველაფერს და არაფრით არ ჯარიმდებიან, ხალხს აქვს უფლება – გამოხატოს საკუთარი პროტესტი. შესაბამისად, ეს პროტესტი არის აბოსლუტურად ლეგიტიმური.

“რაც შეეხება ჯარიმებს, ისინი არის ფარულად გაკეთებული – ჩვენ ვნახეთ, რომ ჯარიმებს წერდნენ პოსტ-ფაქტუმ და რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც ჯარიმა გამოწერეს ადამიანებზე, რომლებიც საერთოდ არ იყვნენ აქციაზე. შესაბამისად, ისინი უბრალოდ სიას მიყვებიან და ესეც პოლიტიკური დევნის ელემენტია,“ – განაცხადა თარხნიშვილმა.

mazda magti 5g