„გრემის“ მფლობელმა ჰიპ-ჰოპ არტისტმა Cardi B-მ სიმღერაზე Up გადაღებული ახალი კლიპი გაავრცელა. კომპოზიცია მუსიკოსის მომავალი ალბომის სინგლია. ნამუშევარმა უკვე დაიპყრო მსოფლიო ჩარტები.
დებიუტის შემდეგ მომღერალი სკანდალში მალევე გაეხვია. რეპერებმა, Mir Pesos-მა და Mir Fontane-მ ქარდი პლაგიატში დაადანაშაულეს, საუბარია მათ ერთობლივ ტრეკზე – Stuck.
Mir Pesos-მა „ინსტაგრამზე“ ვიდეო გაავრცელა, რომელშიც Up-ისა და Stuck-ის მისამღერებს ერთმანეთს ადარებს:
„ვინმემ გადაეცით, რომ ჩემს წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ, ეს ქურდობაა“, – აცხადებს არტისტი.
Cardi B-მ ბრალდებას „ტვიტერის“ საშუალებით უპასუხა.
„მე სასამართლო გარჩევებს ვერიდები, თუ რომელიმე სიმღერისგან მივიღებ შთაგონებას, წინააღმდეგი არ ვარ, გაყიდვებიდან მიღებული პროცენტი ავტორს გადავუხადო, მაგრამ ამ კაცის შესახებ არაფერი მსმენია“, – დაწერა მან.