LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ლიდერები, რომლებიც ოფშორულ კომპანიებს ფლობენ

95

ჟურნალისტური გამოძიებების საერთაშორისო კონსორციუმის (ICJI) მიერ გავრცელებულ Paradise Papers-ის მასალებში რიგი მოქმედი და ყოფილი მსოფლიო ლიდერები ფიგურირებენ.

ორგანიზაციამ მიიღო წვდომა ბერმუდის კუნძულებზე მდებარე იურიდიული ფირმა Appleby-ს ოფშორული კომპანიების შესახებ ინფორმაციის შემცვლელ 7 მილიონ დოკუმენტზე.

ICJI-ის მტკიცებით, ოფშორულ კომპანიებს ფლობენ დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი, კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი, ლიბერიის პრეზიდენტი ელენ ჯონსონ-სირლიფ. გარდა ამისა, მონაცემთა ბაზაში ფიგურირებენ კანადის სამი ყოფილი პრემიერ-მინისტრი – ჟან კრეტიენი, პოლ მარტინი და ბრაიან მალრუნი, კოსტა-რიკას ექს-პრეზიდენტი ხოსე მარია ფიგერესი, იაპონიისა და პაკისტანის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარეები იუკიო ჰატოიამა და შაუკათ აზიზი, თურქეთის პრემიერის ვაჟიშვილები ერქამ და ბიულენტ ილდირიმები, იორდანიის დედოფალი ნური.

ICJI-ის პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ მასალებში ნახსენებია ამერიკელი პოპ-ვარსკვლავი მადონა, ირლანდიური როკ-ჯგუფი U2-ს ლიდერი პოლ ჰიუსონი (ბონო), ევროპაში ნატოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სარდალი, ამერიკელი გენერალი უესლი კლარკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g