LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამნისტიის შესახებ” კანონის კონკრეტული მუხლების აღსრულებისას, პირველი ინსტანციის სასამართლოები არასწორ პრაქტიკას ამკვიდრებენ: დავით ასათიანი

76
FORTUNA.GE-

“საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში” ადვოკატებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ “ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის კონკრეტული მუხლების აღსრულებისას, პირველი ინსტანციის სასამართლოები არასწორ პრაქტიკას ამკვიდრებენ.

ამის შესახებ დღეს ბრიფინგი გაიმართა და ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა მიმდინარე წლის 11 იანვარს, პარლამენტის მიერ დამტკიცებულ – “ამნისტიის შესახებ” კანონზე ისაუბრა.

კანონის აღსრულებასა და სასამართლოების არასწორ პრაქტიკაზე საუბრის დროს, ასათიანმა კონკრეტული მაგალითიც განიხილა:

“ამნისტიის შესახებ” ახალმა კანონმა შეღავათი დააწესა ქურდობის მუხლით ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირებზე, რომლებიც 177-ე მუხლით არიან გასამართლებულები. კანონი მათთვის სასჯელის განახევრებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ პირი მანამდე ნასამართლევი არ არის და აღნიშნული დანაშაული განმეორებით არ ჩაიდინა.

აღნიშნულ საქმეებზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები ადვოკატების მიერ, კანონით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, გასაჩივრებულია უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რომლის საბოლოო განმარტებას უდიდესი მნიშნელობა ექნება სამართლიანი და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებაზე, რათა სწორად და ეფექტიანად მოხდეს “ამნისტიის შესახებ” კანონის აღსრულება და ამასთან, არ შეილახოს ბრალდებულების/მსჯავდებულების საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით გარანტირებულ უფლებები.” – განაცხადა დავით ასათიანმა.

ადვოკატთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ კანონპროექტის ინიცირების დღიდან, ასოციაცია აქტიურად იყო ჩართული საკომიტეტო განხილვებში და კანონის აღსრულების პროცესის ეფექტიანობას მუდმივ რეჟიმში აკვირდება.

“იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, ასოციაცია საკითხის სამუშაო ფორმატში განხილვის მზაობას გამოთქვამს, რაც სწორი და ერთგვაროვანი პრაქტიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.” – აცხადებენ ადვოკატთა ასოციაციაში.

“ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი პარლამენტში გასული წლის 16 დეკემბერს დაინიცირდა. თითქმის ერთთვიანი განხილვების შემდეგ კანონი 11 იანვარს დამტკიცდა.

 

კანონი “ამნისტიის შესახებ” ძალაში შევიდა: ვინ და როდის ტოვებს საპატიმროებს

magti 5g