LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლიერების გრძნობა ბავშვებში, როგორც ემოციურად რთულ სიტუაციებთან გამკლავების რესურსი“ – ფსიქოლოგი ნინო ელბაქიძე

70
unnamed

კვლევები ადასტურებს, რომ მადლიერების გრძნობა პოზიტიურად ზემოქმედებს ჯანმრთელობაზე. მადლიერების გრძნობით გამსჭვავლული ადამიანის პოზიტიური აზროვნება და ამაღლებული ემოციური საწყისი ქმნის იმ შინაგან რესურსს, რომელიც ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევაში ეხმარება მას. რადგან მადლიერება ასეთი მნიშვნელოვანი რესურსია, მშობელს უჩნდება კითხვა, როგორ განვუვითაროთ ბავშვს ამ მიმართულებით აზროვნების უნარი.

ამისთვის ორი გზა შეიძლება ავირჩიოთ:

1. რადგან ბავშვები აკეთებენ იმას, რასაც ხედავენ და არა იმას, რასაც ეუბნებიან, მნიშვნელოვანია, მშობლებმა თავად ჩაუნერგონ ბავშვებს ქცევის მოდელები. სასურველი ქცევის მოდელირებისთვის, შესაძლოა, მშობელს თავად დასჭირდეს დამოკიდებულების შეცვლა ან ნათლად და გამიზნულად ჩვენება საკუთარი თვალსაზრისისა.
პირველი (დამოკიდებულების ცვლილებაზე მუშაობა) უფრო ვრცლად და ცალკე განხილვის საკითხია, მეორის (შესაბამისი დამოკიდებულების გამიზნულად გამოყენება) საილუსტრაციო, პრაქტიკული მაგალითი იქნება ის, რომ ბავშვისთვის მნიშვნელოვანმა ადამიანმა გამოხატოს მადლიერება: 1. ამის მიზეზი ადვილი მოსაძებნია, რაც ბავშვის აღქმაში სამყაროს უფრო კეთილგანწყობილს წარმოაჩენს; 2. თუ ამ გრძნობის მიზეზს ადვილად ვერ ვპოულობთ, მაშინ უსიამოვნო მოვლენაშიც კი შეიძლება მცირე დადებითი შტრიხის დანახვა და ამით მოგვრილი მადლიერების გრძნობა, რაც რთულ სიტუაციებს პიროვნული ზრდისა და შინაგანი რესურსის გამდიდრების საშუალებად გვიქცევს; 3. აზროვნების უნარის, ღირებულებათა ერთგულებისა და თავისუფლების სიყვარულისთვის საკუთარი ღირსებისა და თვითპატივისცემის გრძნობა. 4. დავაფიქსიროთ მადლიერება „აქ და ახლა“, რაც აღძრავს ამჟამინდელ სიტუაციაში საკუთარი თავის არსებობის გაცნობიერებით გამოწვეულ სიამოვნებას, ახლანდელი სასიამოვნო შეგრძნებებისა და განცდილი ემოციებისადმი მადლიერებას, რაც ზრდის „აქ და ახლა“ ყურადღების კონცენტრაციის და სიმშვიდის რესურსს.

2. პოზიტიური აზროვნებისკენ ბიძგის მეორე გზა გულისხმობს რთულ ვითარებაში ბავშვისთვის სასურველი შედეგის დანახვებას; თუმცა გასათვალისიწინებელია, რომ მას როგორც პიროვნებასა და მოქმედ სუბიექტს, აღვუძრათ ნება რესურსის აღმოჩენისა და დანახვისა. თუ პიროვნებაში არ გაიღვიძა ნებამ, გარეგანი ზემოქმედება უფრო დაგვაშორებს მიზანთან და მადლიერების განცდის იძულება რთულ სიტუაციაში, დიდი ალბათობით, აგრესიას გამოიწვევს. კონკრეტული ხედვა, რომ პრაქტიკად ვაქციოთ, მუდამ ბავშვთან უნდა ვიყოთ მის ყოველ უსიამოვნო განცდასა თუ შეგრძნებაში; უნდა გავიზიაროთ, ავიტანოთ მისი ყველა გრძნობა თუ ემოცია და არ უნდა დავთრგუნოთ და განვდევნოთ ისინი. ამ პოზიციიდან ეტაპობრივად უნდა გადავიდეთ რესურსულ ხედვაზე, რაც ჯერ ბავშვთან, მის ემოციასთან ერთად ყოფნას, ამ ემოციის დატევას, თანაგრძნობას, ე.წ. ემოციურ შეწყობას გულისხმობს. ამის შემდეგ, მზაობის შემჩნევის შემთხვევაში, ამ ემოციასთან დაკავშირებით რაციონალურ დონეზე საუბარს (რაციონალურ დონეზე შეწყობას). აქ საჭიროა ემოციის სახელდება, გამომწვევ მიზეზზე მსჯელობა და მხოლოდ შემდეგ, პოზიტიური ხედვის პირდაპირ ან ირიბად მიწოდება. იმისათვის, რომ, ბავშვი მივიყვანოთ მისთვის დამხმარე აზროვნებამდე, საჭიროა ჯერ მას მივყვეთ და მასთან ერთად, მისი პიროვნების ემოციური და გონებრივი მდგომარეობისა და რესურსის გათვალისწინებით მივიდეთ სასურველ „ადგილას“.

 

azrovnebisakademia.ge/

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g