LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ ბუცხრიკიძე ფიქრობს, რომ საპენსიო რეფორმა დასაქმებულის ხელფასს არ შეამცირებს

100

“საქართველოს ბიზნესასოციაციის” საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბუცხრიკიძე ფიქრობს, რომ უმრავლეს შემთხვევაში საპენსიო ფონდში დამსაქმებლის მხრიდან ყოველთვიური 2%-იანი შენატანი დასაქმებულის ხელფასის შემცირებაზე არ აისახება. ამის შესახებ “საქართველოს ბიზნესასოციაციის” საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ბუცხრიკიძემ დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ძალიან საინტერესო და ღია განხილვა გვქონდა. ეს არ არის პირველი შეხვედრა ბიზნესასოციაციასთან. ბევრი შენიშვნა გათვალისწინებულია. ფუნდამენტი არის ის, რომ ეს არის გრძელვადიანი პროექტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებზე ზეგავლენას წლების განმავლობაში მოახდენს. გქვონდა ბევრი კითხვა, ტექნიკური შინაარსის კითხვებიც იყო”, – განაცხადა ბუცხრიკიძემ.

რაც შეეხება საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხმების ინვესტირებას, მისი თქმით, თავიდან დაიწყება ინვესტირება მხოლოდ იმ მიმართულებით, რომელიც ნაკლებ რისკებს შეიცავს. ასე იქნება პირველი 5 წელი. “მეექვსე წლიდან ექნებათ საშუალება მოქალაქეებს უფრო რისკიან პორტფელებში განათავსონ თანხები”, – განაცხადა ბუცხრიკიძემ.

მისივე თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით თანხების მართვის უფლება აქვს საინვესტიციო საბჭოს, შემდეგ კი არის მმართველი კომპანიები. ბუცხრიკიძის თქმით, კანონპროექტის თანახმად, საინვესტიციო საბჭო დაკომპლექტებული უნდა იყოს დამოუკიდებელი, პროფესიონალი ადამიანებისგან და საბოლოოდ წევრებთან დაკავშირებით პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას.

კითხვაზე, საპენსიო ფონდში დამსაქმებლის ყოველთვიურად 2%-იანი შენატანის ვალდებულება, ხომ არ აისახება დასაქმებულების ხელფასზე, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, აღნიშნულ თემაზე საუბარი იყო დღევანდელ შეხვედრაზე და ის პირადად ფიქრობს, რომ 90-95%-ში ეს არ მოხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g