LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ გამოვრიცხავ, რომ მიხეილ სააკაშვილს ფულს ბიძინა ივანიშვილი უხდიდეს – ხვიჩია

534
BeFunky-collage (2)

თუ ქვეყანაში ეს ორი პარტია-  „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ კვლავ დარჩება, სულ რისკია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წააგოს და მოვიდეს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც შურისძიების იდეით მოდის, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად განაცხადა.

„ხუთპროცენტიან ბარიერის დროს „ნაციონალური მოძრაობა“ შეიწოვს „გირჩის“ გარდა ყველა ოპოზიციას. როგორც „ლელო“ ეწოვება ახლა „ევროპულ საქართველოს“. ფაქტობრივად, ამ ორი პარტიის გამსხვილება ხდება. ბიძინა ივანიშვილმა რა დღის წესრიგიც დატოვა, „ნაციონალურ მოძრაობის“ გაერთიანებისკენ არის მიმართული. ჩვენ გვინდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი სიტყვა ასრულდეს – პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერის გზით“, – აცხადებს იაგო ხვიჩია და დასძენს, რომ ქართველი ხალხის „ნაციონალური მოძრაობის“ შიშის გამო, „ქართულ ოცნება“ საკუთარ ყოველგვარს სისულელეს აპრავებს და ამბობს, „ჩვენ კი ვართ ქოცები, მაგრამ მოვლენ ნაცები და წამებას დაიწყებენო“.

ხვიჩიას თქმით, შეუძლებელია, „ქართულმა ოცნებამ“ ორი ვადით მოიგოს, ქართველ ხალხს უფრო დიდი საფრთხის რომ არ ეშინოდეს.

„ამ ორ პარტიას შორის არანაირი კოჰაბიტაცია არ ყოფილა. „ქართულმა ოცნებამ“ მთელი კამპანია ააგო „ნაციონალური მოძრაობის“ სიძულვილზე და ამას ხელისუფლებას ანარჩუნებინებს. ხალხს ეშინია მიხეილ სააკაშვილის და მიხეილ სააკაშვილი კი თავის მხრივ ყველაფერს აკეთებს, რომ ხალხს მისი ეშინოდეს. არ გამოვრიცხავ, რომ მიხეილ საააშვილს ფულს ბიძინა ივანიშვილი უხდიდეს“, – ამბობს იაგო ხვიჩია „ფორტუნასთან“ საუბარში.

ვიბრძვი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის ჩატეხილი ხიდის აღსადგენად: იაგო ხვიჩია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g