LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძის პასუხი სითი პარკს: აღარ მაინტერესებს რას ფიქრობენ

58

თბილისის ახალ არჩეული მერი კახა კალაძე, სითი პარკის წარმომადგენლის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

პასუხის პასუხად კალაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მერია კომპანიასთან ურთიერთობას სასამართლოში განაგრძობს.

“სიახლე არაფერი არ მითქვამს. კომპანიასთან ურთიერთობა სამართლებრივი გზით წარიმართება”, – კიდევ ერთხელ განაცხადა კახა კალაძემ.

ჟურნალისტებმა კალაძეს სითი პარკის განცხადების ნაწილი შეახსენეს, სადაც ისინი კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ. ახალარჩეულმა მერმა კითხვაზე პასუხი არ გასცა და განაცხადა: აღარ მაინტერესებს რას ფიქრობენ…

რამდენიმე დღის წინ, კალაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა “სითი პარკის” წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყოს. სითი პარკმა კი დღეს, ამ განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ კალაძეს არასწორი სტატისტიკა აქვს. კომპანიამ ახალ მერთან შეხვედრის იმედი გამოთქვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g